Thursday, June 9, 2016

მუსიკალური გასაღები



გაკვეთილის მთავარი თემა
რა არის გასაღები?
სწავლების საფეხური
მე-3 კლასი
მოსწავლეთა პროფილი
16 მოსწავლე
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
რეგისტრების სხვადასხვა სიმაღლეზე გაჟღერებული  ფრაზის მოტივის მოსმენა,ვიოლინოს გასაღების შემდეგ, რომ იწერება მუსიკა მაღალხმოვანი ინსტრუმენტებისათვის და ადამიანის მაღალი ხმისთვის.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
III.1 განასხვავებს რეგისტრების სხვადასხვა სიმაღლეზე გაჟღერებული ფრაზის\ მოტივის მოსმენისას (მაღალი-დაბალი)
III.2.სიმღერით იმეორებს მუსიკალურ ფრაზებს, მელოდიებს.
III.5ამოიცნობს და ხატავს ვიოლინოს გასაღებს, განარჩევს და ასახელებს სანოტო სისტემის ხაზებს; ამოიცნობს და ასახელებს ნოტებს პირველი ოქტავის ფარგლებში.
III.6. აქტიურად ჩაბმულია გაკვეთილის მსვლელობაში.
III.7.განასხვავებს ვოკალურ და ინსტრუმენტულ ნაწარმოებს.
III.8. სწორად წარმოთქვამს ნასწავლ ტერმინებს საუბრის დროს.
წინასწარი ცოდნა
სანოტო ხაზების წერა,რეგისტრების ჯღერადობა მაღალი და საშუალო რეგისტრი.
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეები შეფასდებიან წინასწარ მოცემული შეფასების რუბრიკების მიხედვით.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
მე-3 კლასიას სასწავლო წიგნი, დაფა, სამუშაო რვეული, ფანქარი, დიდი ფორმატის ქაღალდი,მოსასმენი რეპერტუარი, ფორტეპიანო. კომპიუტერი, პროექტორი.სლაიდი.
გაკვეთილის მსვლელობა
საორგანიზაციო საკითხები 2 წუთი
A ფაზა
მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს,რომელ რეგისტრში იწერება მაღალი ბგერები. ამის შემდეგ მოსწავლეები ისტის მეშვეოობით  შეასრულებს შემდეგ დავალებას მოიძიონ ვიოლინოს გასაღების სურათები
B ფაზა .  (შინაარსის რეალიზება)
შესრულებული დავალების შემდეგ მასწავლებელი  მოსწავლეებთან მართავს დისკუსიას დავალების ანალიზის საფუძველზე მოსწავლეებს მასწავლებელი  სთხოვს ნოტები მაღალ რეგისტრში დააწერონ.
C ფაზა (გამთლიანება)
შეჯამებისთვის მასწავლებელი მოსწავლეებს ასმენინებს რამდენიმე ფრანგმენტს  მაღალ რეგისტრში, როგორც ვკალურად ასევე ნებისმიერი ინსტრუმენტის ხმოვანებაზე. მოსწავლეები კი ამოიცნობენ , რომელ რეგისტრის ხმოვანება და ამის მიხედვით  შეაფასებს მასწავლებელი მოსწავლეებს თუ რა ისწავლეს და რაში გამოადგებათ შეძენილი ცოდნა.

აქტივობა  I (8-10 წთ.)
დაფაზე დიდი ზომის ფურცელზე დახაზულია ცარიელი სანოტო სისტემა. მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად კიდევ განაზოგადებს განვლილ გაკვეთილზე შეძენილ ცოდნას.
- რამდენ ხაზიანია სანოტო სისტემა?
-რომელ ხაზზე იწერება მი,სოლ, რე?
შემდეგ რიგრიგობით გამოვიდნენ დაფასთან და დაწერერონ მუსიკალური ბგერების აღმიშვნელი ნიშნები- ნოტები დო-დან დო-მდე. მსგავსი დავალება შეასრულონ არეული თანმიმდევრობითაც.
აქტივობა II (10-12წთ)
მოსწავლეები ათვალიერებენ ნახატებს ,,გოგონები ტყეში“ გოგონა აძინებს თოჯინას; ბიჭი საყვირით.
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, გაახმოვანონ gგოგონები ტყეში;
-აუუუ, სად ხააარ?
- თუ შეგიძლიათ სიმღერით შეასრულეთ ეს ფრაზა.
მოსწავლეები სურვილისამებრ ინდივიდუალურად მოიფიქრებენ საკუთარ მოტივებს და ასახელებენ მხოლოდ ამის შემდეგ, მასწავლებელი მღერის იმ მოტივს, რომელიც სანოტო მაგალითშია მოცემული.
აქტივობა III (3-5წთ)
დავალება რვეულში
გამოიცანოი მოცემულ მოტივებში ,რომელია მაღალი ,რომელია დაბალი ბგერები?
მაღალ ბგერას ხაზი გაუსვი წითელი ფანქრით, ხოლო დაბალს- მწვანე ფანქრით.
აქტივობაIV
-სამუშაო რვეულში ასრულებენ დავალებას-კითხულობენ ტექსტს.
-გასაღების ხსენებაზე უსათუოდ თვალწინ რგოლზე ასხმული გასაღების აცმა წარმოგიდგებათ,  სინამდვილეში სულ სხვა მუსიკალური გასაღები იგულისხმება.
რა შეიძლება ,,გააღოს, ,,გახსნას“ ასეთმა  მუსიკალურმა გასაღებმა?
-სანოტო ჩანაწერის საიდუმლოება პირველი ,რითაც იწყება მუსიკის ნოტების ჩაწერა- გასაღებია. ეს ვიოლინოს გასაღებია.
აქტივობაV
მასწავლებელი კლასს ნებისმიერ მუსიკალურ ფრაგმენტს ასმენინებს, შეკითხვებით ადგენს მოსწავლე: როგორი ხასიათის ნაწარმოებია, მაჯორულია თუ მინორული. რა დროს ,რომელ მომენტში ჯღერს მუსიკა ფორტეპიანოზე. ვოკალურია თუ ინსტრუმენტალური? მაღალი რეგისტრის ბგერები ისმის თუ დაბალი? შეძლებისდაგვარად განსაზღვრონ ვიოლინოს გასაღებში იქნება მუსიკა დაწერილი თუ არა.
აქტივობაVI
შეფასება:
დარჩენილი 5-6 წუთის განმავლობაში მასწავლებელი თხოვს მოსწავლეს ბარათებზე დაწერონ შეკითხვები, რომელიც გაუჩნდათ გაკვეთილის მსვლელობისას.
კონკრეტულ კითხვებზე პასუხი სწორი კლასს თუ არ აქვს, მასწავლებელს თავად მოუწევს პასუხის გაცემა.

No comments:

Post a Comment